ჩვენს შესახებ

BBauto არის ავტომობილების ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს კომფორტსა და დამოუკიდებლობას ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის პროცესში. კომპანია დაარსებულია საქართველოში გუნდის მიერ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის სფეროში და ზუსტად იციან, რა ქმნის კომფორტს მომხმარებლისთვის.

როგორ მუშაობს BBauto

BBauto საშუალებას აძლევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე დილერებს, განათავსონ თავიანთი ავტომობილების განცხადებები, სადაც ავტომობილებს დახვდებათ მაღალი ცნობადობა როგორც უცხოელი, ისე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რაც დაეხმარებათ ავტომობილის მაქსიმალურად სწრაფად რეალიზაციაში.

BBauto ორიენტირებულია როგორც გამყიდველის, ისე მყიდველის კომფორტზე. ხშირად ავტომობილის შეძენის დროს მომხმარებლებს ავტომობილზე საბაზისო ინფორმაციის მისაღებად ერთმანეთთან ტელეკომუნიკაცია უწევთ, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს — როგორც საქართველოში მყოფი, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი მყიდველისთვის. სწორედ ამიტომ BBauto-ს გუნდმა თითოეული განცხადებისთვის ჩააშენა რეალურ დროში მიმოწერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც გამყიდველი და მყიდველი ვებსაიტის დატოვების გარეშე კონტაქტობენ ერთმანეთს ტექსტურად. ეს ამარტივებს:

  1. საბაზისო ინფორმაციის მიღებას ავტომობილის შესახებ, რაც დროს უზოგავს როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს.
  2. ფასის შეთანხმებას და ვაჭრობის დისკომფორტს. მყიდველს უადვილებს გამყიდველს შესთავაზოს მისთვის მისაღები თანხა, გამყიდველი კი წყვეტს, მიიღოს თუ არა შეთავაზება.
  3. ენის ბარიერს უცხოელ მყიდველებთან. მიმოწერის დროს შესაძლებელია ნებისმიერი გადათარგმნის პლატფორმის გამოყენება, რაც შეუძლებელია სიტყვიერი კომუნიკაციის დროს. ავტომობილის უცხოელ მსურველებს ხშირად არ აქვთ ადგილობრივი კავშირგაბმულობა და მფლობელებთან ალტერნატიული ინტერნეტ-კომუნიკაციის აპლიკაციებით უწევთ სარგებლობა — BBauto საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში დავრჩეთ.

ასევე, BBauto ავტომობილის მყიდველებს საშუალებას აძლევს, მათ მიერ შერჩეულ ავტომობილზე მოითხოვონ ექსპერტი, რომლის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ავტომობილის შესახებ — ექსპერტის შეფასებით და დეტალური ფოტოებით. ეს სერვისი ორიენტირებულია მყიდველის კომფორტსა და დროის დაზოგვაზე.

ჩვენი როლი

BBauto არის სავაჭრო პლატფორმა და არა ავტომობილის ნასყიდობის მხარე. ჩვენ არ ვყიდულობთ და არ ვყიდით ავტომობილებს ჩვენი მომხმარებლების სახელით, არ ვინახავთ და არ ვგზავნით თანხებს ავტომობილის შესყიდვისთვის და არ ვაკისრებთ არანაირ საკომისიოს მყიდველსა და გამყიდველს შორის ტრანზაქციებზე. ავტომობილის ფასი და ნებისმიერი დეპოზიტის ან ჯავშნის შეთანხმება, რომელზეც მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან, წყდება პირდაპირ მათ შორის — ის არასდროს გადის ჩვენი პლატფორმის მეშვეობით.

რისთვის ვიღებთ გადასახადს

ჩვენ შემოსავალს ვიღებთ მხოლოდ ორი გზით:

  • განცხადების პრომოუშენი (Premium / VIP განთავსება). გამყიდველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი განცხადება გამოირჩეოდეს, შეუძლიათ შეიძინონ Premium ან VIP პაკეტი, რომელიც განცხადებას პრიორიტეტულ განთავსებას აძლევს.
  • ექსპერტიზის სერვისი. მყიდველებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ავტომობილის პირადად დათვალიერება ან მათთვის ეს უბრალოდ დისკომფორტია, BBauto სთავაზობს ფასიან შემოწმებას, რომელიც მოიცავს როგორც ვიზუალურ დათვალიერებას, ისე ავტომობილის დეტალურ ფოტოებს. ამ სერვისს ატარებს ჩვენი გუნდი და შედეგად გასცემს დამოწმებულ ინსპექციის სერტიფიკატს, სადაც ასახულია ავტომობილის მდგომარეობა. ეს არის ერთადერთი ფასიანი სერვისი, რომელიც კონკრეტულ ავტომობილთანაა დაკავშირებული, და მის ღირებულებას იხდის მომხმარებელი მისი ნების გამოხატვის შემთხვევაში.

ნებისმიერი საკომისიო, რომელსაც ჩვენი გადახდის პარტნიორი, საქართველოს ბანკი, აწესებს ბარათით გადახდის დამუშავებისთვის, დგინდება და ცხადდება ბანკის მიერ, და არა BBauto-ს მიერ.

დამოწმებული მომხმარებლები

როდესაც მომხმარებელი ადასტურებს ტელეფონის ნომერს SMS/OTP-ის მეშვეობით, მისი ანგარიში მონიშნება როგორც დამოწმებული — მარტივი სიგნალი სხვა მომხმარებლებისთვის, რომ ანგარიშის მიღმა არსებული ტელეფონის ნომერი რეალურია. პროფილის ფოტოს დამატება არჩევითია და მთლიანად მომხმარებლის გადასაწყვეტია.

სად ვმოქმედებთ

BBauto რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს ავტობაზრისთვის და ამჟამად ემსახურება მომხმარებლებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სხვა ენების დამატებაც იგეგმება პლატფორმის განვითარებასთან ერთად.

კითხვები გაქვთ?

თუ გსურთ მეტი გაიგოთ BBauto-ს მუშაობის შესახებ, ეწვიეთ ჩვენს დაგვიკავშირდით გვერდს ან მოგვწერეთ info@bbauto.ge-ზე.